მასწავლებლის კითხვარი
მოგესალმებით, გარწმუნებთ, რომ კითხვარში თქვენ მიერ დაფიქსირებული პასუხების კონფიდენციალურობა გარანტირებულია. მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მონაცემთა დაცვის დეკლარაციაში. სანამ კითხვარის შევსებას დაიწყებთ, გთხოვთ, მოგვცეთ თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე, ამისთვის მონიშნეთ მონაცემთა დაცვის დეკლარაციის ბოლოს მოცემული გრაფა „თანახმა ვარ“.
მონაცემთა დაცვის დეკლარაცია
TIMSS 2027
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია შეეხება მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის (TIMSS 2027) მონაცემებს.
კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციების სახელწოდება და საკონტაქტო დეტალები:
სსიპ - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (შემდგომში NCER)
მისამართი: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №31ა, 0186 თბილისი (საქართველო)
Email: research@ncer.gov.ge
და
საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაცია (შემდგომში IEA)
კეიზერსგრახტი 311
1016 EE ამსტერდამი
ნიდერლანდები
ტელეფონი: +31 20 625 3625
Email: secretariat@iea.nl
NCER-სა და IEA-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც არეგულირებს თითოეულის როლს და პასუხისმგებლობებს პირადი მონაცემების დამუშავების პროცესში.
მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ნინო თეთრაძე (საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი)
ტელეფონი: +995 599799544
Email: nino.tetradze@ncer.gov.ge
IEA-ს მონაცემთა დაცვის ოფიცერს შეიძლება დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: dataprotection@iea.nl
რა მიზნით გროვდება და მუშავდება მონაცემები:
TIMSS-ის კვლევის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით იქნება გამოყენებული. TIMSS არის საგანმანათლებლო კვლევითი პროექტი, რომელსაც საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) აფინანსებს.
რა ინფორმაციის მოწოდებას გთხოვთ:
კვლევისთვის შერჩეული სკოლის დირექტორს (თუ დირექტორი ვერ შეძლებს, მაშინ სხვა კვალიფიციურ პერსონალს) ვთხოვთ TIMSS-ის სკოლის კითხვარის შევსებას, რათა მივიღოთ ინფორმაცია სკოლის მახასიათებლების, რესურსების, სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის, სკოლის დირექტორის გამოცდილების, განათლებისა და კვლევისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მისი შეხედულებების შესახებ; ასევე, მოსწავლეთა მახასიათებლების (სოციო-ეკონომიკური სტატუსის, მშობლიური ენის და ა .შ.) შესახებ.
კვლევისთვის შერჩეული კლასების მასწავლებლებს კი ვთხოვთ მასწავლებლის კითხვარის შევსებას, რათა მივიღოთ ინფორმაცია კვლევაში მონაწილე კლასის, საკლასო რესურსების, სწავლების პრაქტიკების, სასწავლო თემების, საგაკვეთილო პროცესის მიმართ დამოკიდებულებების და რამდენიმე პირადი მონაცემის შესახებ (დაბადების წელი და თვე, სქესი, განათლება, პროფესიული განვითარება და გამოცდილება).
რა ტიპის მონაცემები გროვდება:
კვლევის ფარგლებში ვაგროვებთ და ვინახავთ მონაცემებს შევსებული კითხვარებიდან. ეს მონაცემები წარმოდგენილია რიცხვების სახით და ასახავს არჩეულ პასუხებს (მაგ., ე. წ. არჩევითპასუხებიან შეკითხვებში) ან რაოდენობებს (მაგ., ე. წ. ღია დავალებაში, რომელშიც მითითებული გაქვთ სამიზნე კლასში მოსწავლეთა რიცხვი). ვინაიდან კვლევა ონლაინ ტარდება, ინახება ასევე შემდეგი ინფორმაცია: სისტემაში პირველად და ბოლოს შესვლის დროები, სისტემაში შესვლის საერთო რაოდენობა, შეკითხვების ნომრები, რომლებზეც მუშაობთ, ინფორმაცია კითხვარის გაგზავნის შესახებ და ა. შ.
საკუთრივ ამ ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია რესპონდენტის ვინაობის ამოცნობა, თუმცა თითოეულ მონაცემს მინიჭებული აქვს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (ID). ამ ID-ისა და სკოლის/მასწავლებლის სახელს ან ეროვნულ სარეგისტრაციო ნომერს შორის კავშირი ცნობილია მხოლოდ სკოლის კოორდინატორისთვის და საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრისთვის. სხვა პირებსა თუ ინსტიტუციებს ამ კავშირის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებათ.
სად, როგორ და რამდენი ხნის განმავლობაში ინახება TIMSS 2027 კვლევიდან მიღებული მონაცემები?
TIMSS-ის კვლევის მონაცემები უსაფრთხოდ ინახება დაფარული, ე. წ. ფსევდონიმური ფორმით, ანუ მუშავდება ისე, რომ პირადი მონაცემების დაკავშირება კონკრეტულ სუბიექტთან/რესპონდენტთან დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე შეუძლებელია (ნებისმიერი ამგვარი დამატებითი ინფორმაცია დაცულია ცალკე, საგანგებო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებებით, რათა გარანტირებული იყოს, რომ პირადი მონაცემები იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს ვერ დაუკავშირდება). ეს მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი არც ერთი გარეშე პირისა თუ სისტემისთვის. მეტიც, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის ყველა თანამშრომელი, რომლისთვისაც მონაცემები ხელმისაწვდომია დასამუშავებლად, წინასწარ ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მონაცემებთან სათანადო მოპყრობა და ყველას ხელმოწერილი აქვს შეთანხმება კონფიდენციალურობის შესახებ.
მონაცემები ინახება შემდეგნაირად:
ტესტებისა და კითხვარების პასუხები ინახება კვლევითი მიზნებისთვის განუსაზღვრელი ვადით, რათა ხელმისაწვდომი იყოს ანალიზისთვის სამეცნიერო მიზნებით. ეს პასუხები, საბოლოოდ, ქმნის მონაცემთა ბაზას, რომელიც მკვლევრებს მთელ მსოფლიოში საგანმანათლებლო სისტემების ურთიერთშედარების საშუალებას აძლევს (იხილეთ ქვემოთ „საჯარო ხელმისაწვდომობა“).
კითხვარების მონაცემები (IEA) (სარეზერვო ასლების - ე. წ. backups - ჩათვლით) გროვდება და ინახება Microsoft Azure სერვერზე ამსტერდამში (ნიდერლანდები).
IEA-ს SharePoint სერვერი, რომელზეც იტვირთება ყველა ქვეყნის მონაცემები ნაბეჭდი ინსტრუმენტებიდან ან WinW3S-დან, დაცულია ევროკავშირში მაიკროსოფტის წარმომადგენლობის მიერ.
ყველა მონაცემი ატვირთულია სახელების გარეშე - მხოლოდ სკოლის საინდეტიფიკაციო კოდით.
ვისთან და როგორ ხდება TIMSS 2027 კვლევის მონაცემთა გაზიარება?
TIMSS 2027 კვლევას ხელმძღვანელობს საერთაშორისო კვლევის ცენტრი (ISC), რომელიც ფუნქციონირებს ბოსტონის კოლეჯში, აშშ-ში და მონაცემთა გაანალიზება, ძირითადად, იქ ხდება. ანალიზისთვის საჭირო მონაცემების (ტესტებისა და კითხვარების პასუხების) გამოთხოვა და ISC-სთვის გაგზავნა ხდება დაცული SharePoint სერვერის საშუალებით, ფსევდონიმური ფორმით. ISC-ის თანამშრომლები, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ანალიზისთვის განკუთვნილ მონაცემებზე, ხელს აწერენ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმებას და გადიან სერიოზულ მომზადებას მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხო გამოყენების საკითხებზე.
ევროკავშირის ეკონომიკური ზონის გარეთ მონაცემთა გადაგზავნა დაცულია სათანადო იურიდიული, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებებით, როგორებიცაა მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება და ევროპული სტანდარტების სახელშეკრულებო პუნქტები. IEA ამავე სტანდარტზე დაყრდნობით გადასცემს მონაცემებს ფსევდონიმური ფორმით აშშ-ში. IEA-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მონაცემთა დამუშავების შესახებ ISC-სთანაც (ბოსტონის კოლეჯი). მონაცემები, ასევე, ეგზავნება კონკრეტულ ქვეყანაში TIMSS 2027 კვლევის განმახორციელებელ ეროვნულ კვლევით ცენტრის დაცული SharePoint სერვერის საშუალებით.
სხვა რელევანტური მონაცემები
კითხვარებს ავსებენ სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები/მეურვეები. ამ წყაროებით მიღებული ინფორმაცია უკავშირდება ერთმანეთს საბოლოო საერთაშორისო კვლევის მონაცემთა ბაზაში (IDB).
საჯარო ხელმისაწვდომობა
საბოლოო საერთაშორისო კვლევის მონაცემთა ბაზა საჯაროდ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდებზე:
https://www.iea.nl/data-tools/repository (ჰამბურგი, გერმანია)
https://timssandpirls.bc.edu/index.html (ბოსტონი, აშშ)
ბაზაში ყველა მონაცემი ფსევდონიმური ფორმითაა მოცემული და შეუძლებელია, დაკავშირებულ იქნას კონკრეტულ ინდივიდთან დამატებითი ინფორმაციის გარეშე, რომელიც დაცულია ცალკე და რომლის უსაფრთხოება გარანტირებულია სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გამოყენებით.
ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღება და პროფილირება
მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR-ის) 22-ე მუხლის შესაბამისად, ავტომატიზებული გადაწყვეტილებები, პროფილირების ჩათვლით, არ მიიღება.
მონაცემთა სუბიექტების უფლებები
GDPR თანახმად, თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ შემდეგი უფლებები:
TIMSS 2027 კვლევის ფარგლებში დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №52, 0102 თბილისი (საქართველო)
Tel: 32 2 200220
Email: pr@mes.gov.ge
თანახმა ვარ